1.Pპროექტის სახელი: ჩემი სოფელი.
2. პროექტის მოკლე აღწერა; მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის წარმოშობის ისტორიას,ტრადიციებს, ადგილმდებარეობას,ისტორიულ ძეგლებს.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლები შეისწავლიან თავიანთი სოფლის ისტორიას,საიდან მომდინარეობს სოფლის სახელწოდება. Gგამოიკვლევენ სოფლის
ადგილმდებარეობას,რელიეფს,ჰავას, შიდა წყლებს, მდინარეს, ტბას მცენარეულობას. მოინახულობენ და გაეცნობიან სოფლის ღირშესანიშნავ ადგილებს, ისტორიულ ძეგლებს,ეკლესია- მონასტრებს . შეხვდებიან სოფლის ყველაზე უხუცესს ადამიანს აიღებენ მისგან ინტერვიუს. მოაწყობენ შეხვედრებს სოფელში მცხოვრებ ადამიანებთან და მათი დახმარებით გაეცნობიან ლეგენდებს,თქმულებებს,ისტორიულ დოკუმენტს სოფლის წარმოშობასთან დაკავშირებით და გააკეთებენ ჩანაწერებს. Gგაეცნობიან სოფლის ტრადიციებს,ადათ-წესებს,დღესასწაულებს.სამზარეულოს. ჩაატარებენ კვლევებს თავიანთი კუთხეში მცხოვრები ხალხის გვარების შესახებ .გადაიღებენ სურათებს, შექმნიან ფოტო-ალბომს ,მოაწყობენ გამოფენას,პრეზენტაციას, შექმნიან ნახატს
4. მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წელი, III კლასი.
5.ხანგრძლივობა -3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოპოვება, სურათების გადაღება,ფოტო-ალბომის დამზადება,გამოფენის მოწყობა.ნამუშევრების განთავსება ინტერნეტში სხვადასხვა საიტზე.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. Gგაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნებას, ტრადიციებს, კულტურას. ისწავლიან ინტერვიუს აღებას. ეცნობიან ქართული გვარების ისტორიას. ეჩვევიან კომპიუტერთან და ინტერნეტში მუშაობას
8. სარგებლობა სხვებისთვის: სკოლებში მოეწყობა ფოტო –სურათების გამოფენა,.მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით გაეცნობიან თავიანთი თანატოლების სხვადასხვა კუთხეების თავისებურებებს, ტრადიციებს,კულტურას.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი : ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირის დამყარებას. ინტერნეტით სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებას და პროექტების განთავსებას საიტებზე
11 მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორი: ნინო კილასონია.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninokilasonia1961@gmail.com
14 პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი: http://nkilasonia.blogspot.com/